„ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის, გირჩევთ, თქვენსას მიხედოთ''- ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპს პასუხობს
ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის, გირჩევთ, თქვენსას მიხედოთ, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მორიგ განცხადებას მელონის პოპულარობასთან დაკავშირებით.
კერძოდ, ტრამპმა დღეს კვლავ გაიმეორა, რომ ჯორჯია მელონი „იტალიაში მხარდაჭერას კარგავს" და ახლა „აშშ-თან მეგობრობა კვლავ სურს". მისივე თქმით, მელონის რეიტინგი დაბალია, რადგან მან მხარი არ დაუჭირა აშშ-ის მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ და „ამერიკის საჰაერო ძალებს იტალიის ასაფრენი ზოლების გამოყენების უფლებაც კი არ მისცა".
ამ განცხადების საპასუხოდ გამოქვეყნებულ პოსტში მელონიმ ტრამპის „მუდმივ და არაპროვოცირებულ თავდასხმებს" სრულიად უაზრო უწოდა.
მელონის შეფასებით, შოკისმომგვრელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს უფრო ცუდად ეპყრობა, ვიდრე იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ღიად დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მტრები არიან.
„რაც შეეხება ჩემს პოპულარობას, თქვენთან მეგობრობა მას ნამდვილად არ დახმარებია და არც ის განსაზღვრავს ამ პოპულარობას",- აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.
რაც შეეხება ტრამპის ბრალდებას, რომ იტალიამ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ოპერაციების დროს იტალიური სამხედრო ობიექტების გამოყენების აკრძალვით „სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები" შეუქმნა, მელონიმ უპასუხა, რომ იტალიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების გამოყენება საერთაშორისო შეთანხმებებით რეგულირდება, რომელსაც ქვეყანა ყოველთვის პატივს სცემდა.
„ეს შეთანხმებები ვერ დაირღვევა, ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვარ", - აღნიშნა მელონიმ.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯორჯია მელონის შესახებ განაცხადა: „ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო! ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა!", - განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და აღნიშნა: „დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს"
მსგავსი სიახლეები
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა
,,ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია''- ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
დონალდ ტრამპი - კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება
ჯეი დი ვენსი - ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო - ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია
,,სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებისთვის ლიბანში ომის დასრულება აუცილებელია''- სეიედ მეჰდი ტაბატაბაი
ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ
მაღალი სიცხის გამო საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა
ლოს-ანჯელესში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
იური უშაკოვი - რუსეთი გამარჯვებას ელის და არა ანკორიჯის შეთანხმებების შესრულებას
BBC-მ შეცდომა აღიარა და მასალა შეასწორა
კიევში დაძაბული სიტუაციაა - ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სადაც მოწინააღმდეგეებმა მაიდანი დაიკავეს
"იმედი მაქვს, ირანის ბირთვული მასალების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება" - ჯეი დი ვენსი
ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ დაწესდება - ტრამპი
,,კირ სტარმერმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს''- მედია
ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა
„ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის, გირჩევთ, თქვენსას მიხედოთ''- ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპს პასუხობს
ვიქტორ იუშჩენკომ პოლონეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე, „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი თქვა
რუსეთის იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში ხუთი ადამიანი დაიღუპა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს „თეთრი არწივის ორდენი“ ფოსტით გაუგზავნა