POLITICO: თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა
თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი" წევრი ქვეყნების სია შეადგინა, იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ეძებს გზებს იმ მოკავშირეების დასასჯელად, რომლებმაც ირანის ომში მხარდაჭერაზე უარი თქვეს, - წერს გამოცემა POLITICO.
ამ ძალისხმევაზე ოფიციალური პირები ნატოს ხელმძღვანელის, მარკ რუტეს ვაშინგტონში ვიზიტამდე მუშაობდნენ. პროექტი მოიცავს ალიანსში წევრი ქვეყნების მიერ გაღებული წვლილის მიმოხილვასა და მათ სხვადასხვა დონედ დაყოფას. აღნიშნულს ადასტურებს სამი ევროპელი დიპლომატი და აშშ-ის თავდაცვის სფეროს წარმომადგენელი, რომლებიც ამ გეგმას იცნობენ.
„ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს შეასრულოს თავისი მუქარა იმ მოკავშირეების მიმართ, რომლებიც მის სურვილებს არ ითვალისწინებენ", - წერს POLITICO.
თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ამ იდეის ზოგადი მონახაზი დეკემბერში წარადგინა. „სამაგალითო მოკავშირეები, რომლებიც აქტიურ ნაბიჯებს დგამენ - როგორებიცაა ისრაელი, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, სულ უფრო მეტად გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვები - ჩვენგან განსაკუთრებულ კეთილგანწყობას მიიღებენ", - განაცხადა მან. „ხოლო იმ მოკავშირეებს, რომლებიც კვლავ ვერ ასრულებენ თავიანთ წილ ვალდებულებას კოლექტიური თავდაცვის წინაშე, შესაბამისი შედეგები დაუდგებათ".
ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს სია, როგორც ჩანს, სწორედ ამ კონცეფციას ასახავს. „თეთრ სახლს აქვს „ცუდი და კარგი ბავშვების" სია, ასე რომ, ვფიქრობ, მიდგომა მსგავსია", - განაცხადა მან.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი ქვეყნები რომელ კატეგორიაში ხვდებიან ან ფლობს თუ არა ინფორმაციას რუტე ამ ინიციატივის შესახებ. თუმცა, რუმინელები და პოლონელები შეიძლება ყველაზე დიდ ბენეფიციარებად იქცნენ, რადგან ორივე ქვეყანა ინარჩუნებს პრეზიდენტის კეთილგანწყობას და მიესალმება აშშ-ის დამატებითი ჯარების განლაგებას მათ ტერიტორიაზე.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის ბლოკადა, მუქარები და ვალდებულებების დარღვევა მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლებაა - ირანის პრეზიდენტი
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღეში დაიწყოს
ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერძნულ გემს ირანი დაესხა თავს, თუმცა გემის დაკავების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა
POLITICO: თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა
სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალების თავდასხმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა
მარკ რუტე აცხადებს, ნატო ერთდროულად მრავალი საფრთხის წინაშე დგას
მოლდოვაში ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერს, ვლად პლახატნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
გერმანიამ ახალი სამხედრო სტრატეგია წარადგინა, რომლის მიზანიც ევროპაში უძლიერესი არმიის შექმნაა
ვლადიმერ პუტინი - დიდი სამამულო ომის დროს მთელი ზურგი მუშაობდა ფრონტისთვის, ქალები წინდებს ქსოვდნენ, აგზავნიდნენ ფრონტზე, ამაშია ერთობა და ამაში მდგომარეობს ჩვენი გამარჯვებების წარმატება
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ჯეი დი ვენსის პაკისტანში ვიზიტი გაუქმდა
თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაშავდა ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი
ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვით 2009 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს სიგარეტის ყიდვა მთელი სიცოცხლის მანძილზე აეკრძალებათ
დონალდ ტრამპი - მივიღე გადაწყვეტილება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გავახანგრძლივოთ, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ირანი უარყოფს ინფორმაციას, რომ რვა ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა ელოდება
ისრაელის ორ ჯარისკაცს, რომლებმაც ლიბანში ქრისტეს ქანდაკება დააზიანეს, სამხედრო პატიმრობა მიესაჯა
„როიტერი“ - რუსეთმა ყაზახეთსა და გერმანიას აცნობა, რომ მაისიდან შეაჩერებს ყაზახური ნავთობის ტრანზიტს გერმანიის მიმართულებით, რომელიც ნავთობსადენ „დრუჟბას“ ჩრდილოეთ განშტოებით ხორციელდებოდა
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, ისრაელსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შეჩერების მიზნით, მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს - Reuters