"საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი" - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

 

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეუთო-ს უსაფრთხოების ფორუმი არის მნიშვნელოვანი ფორმატი - "სადაც ძირითადად ხდება ეუთო-ს ფარგლებში უსაფრთხოების და ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი".

 

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები.

 

"ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან რომ თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით, და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მუდმივად იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტები გაკეთებული, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ნორმების შესრულებაზე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევა," - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში ასევე განიხილება ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხებიც, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი. „რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი და ომი უკრაინაში რჩება ჩვენი რეგიონისთვის ისევ და ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად, და ჩვენი დღის წესრიგიც მიმართული იქნება სწორედ ამ საკითხზე მსჯელობების ხელშესაწყობად." - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ წარადგინა განაცხადი მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე.

 

"ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ მონაწილე ქვეყნებმა ერთსულოვნად, ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. ვნახოთ, როგორ წარიმართება მუშაობა ამ საკითხზე. ჯერ ადრეა საუბარი, რამდენად იქნება ჩვენი კანდიდატურა მხარდაჭერილი. თუმცა, მეორე მხრივ, ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველა მიმართულებით, რაზედაც ეუთო მუშაობს, საკუთარი სიტყვა სათქმელი - იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები, დაკავშირებადობა, ეკონომიკური განვითარება თუ ადამიანის უფლებები - მნიშვნელოვანი იქნება ეუთო-ს მომავალი მუშაობისთვის, თუკი მის კანდიდატურას მონაწილე ქვეყნები დაუჭერენ მხარს," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა
საქართველომ ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა დაიწყო
თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს
"საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი" - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - კაია კალასის მხრიდან გრძელდება ევროკავშირის საკითხის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით, თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატია
მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
გია ვოლსკი - სააკაშვილის გარეშე "ალიანსი" არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე
რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -კახა კალაძე
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას, მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მომლაპარაკებლები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ირანის "დაბომბვებს" ელის