გია ვოლსკი - სააკაშვილის გარეშე "ალიანსი" არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე

მოსალოდნელი იყო, რომ სააკაშვილი გარკვეულწილად გაემიჯნებოდა „ალიანსს", რადგან საზოგადოების ნაწილს გაცნობიერებული აქვს ის დანაშაულები, რაც სააკაშვილის პერიოდში მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ისეთ ილუზიას ქმნიან, თითქოს „ალიანსი" აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილს უპირისპირდებიან, აქებენ, მონურ მორჩილებას იჩენენ.

 

„საზოგადოებას ეუბნებიან, გაერთიანდით ყველა, ვინც თავს ოპოზიციონერს უწოდებს, მაგრამ ფაქტია, ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა". არავინ არასდროს გამიჯვნია არც სააკაშვილს, არც ერთმანეთთან ჰქონიათ სხვაობა პოლიტიკაში, ან თუნდაც საერთო საკაცობრიო თუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ საკითხებზე. შეიძლება, პიროვნულად ერთმა მეორეზე რამე თქვას ან ჭორი წამოროშოს, მაგრამ ფაქტია, ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა" და ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" აქვს სააკაშვილის სახე. ყველაფერი გადაფარულია იმ სისხლითაც, იმ ქმედებებითაც, რომელმაც საქართველოში ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დატოვა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ეს „ალიანსი" არ არსებობს.

 

„ალიანსი" არის სააკაშვილთან ერთად. სააკაშვილი არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, საკუთარი ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს აქ პლურალიზმია. თითქოს ზოგიერთი ემიჯნება იმ წარსულს, რასაც ჩვენ სამართლიანად სისხლიან წარსულს ვეძახით. ზოგიერთი თითქოს ახლებურად უდგება ამ თემას, მაგრამ ძირითადად ყველა ის შემადგენელი სტრუქტურა, ერთეული თუ ადამიანთა რესურსი იყო ჩართული იმ დანაშაულებში, რომელსაც სააკაშვილთან ერთად ჩადიოდნენ. განსხვავება დამისახელეთ და მაშინ შეიძლება, გავაგრძელოთ მსჯელობა. ეს არის განზრახ შემოტანილი თემა, თითქოს, აქ სხვადასხვა აზრი არსებობს სააკაშვილის რეჟიმთან ან მის მიერ ჩადენილ და უკვე აღიარებულ დანაშაულებთან მიმართებაში. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, გვარები შეგვიძლია, დავასახელოთ, რომლებიც ამბობენ, დიახ, ეს დანაშაულები ჩადენილია და, დიახაც, სწორად მოვიქეცით. თუნდაც ტერიტორიების დაკარგვასთან და რუსეთისთვის მირთმევასთან დაკავშირებით გარკვეული ადამიანები ყოველდღე სხვადასხვა მედიასაშუალებენით გამოდიან და ამბობენ: „დიახ, სწორად მოვიქეცით". არიან მეორენი, რომლებიც ამბობენ, რომ შეცდომები იყო დაშვებული. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი უნდათ, ისეთ იმპერატორად აქციონ, რომელსაც ყველა უნდა გავყვეთ და ეს ასე არ არის. თითქოს გაემიჯნა, მაგრამ ბოკერია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმ დანაშაულებრივი, გესტაპოს მართვის სისტემის, რომელიც შეიქმნა. სააკაშვილი განზრახ ამბობს, თითქოს ამ ალიანსში რაღაც სხვადასხვაობა არსებობს. ორი რამის ერთმანეთში გადაზელვა უნდა მოხდეს ისე, რომ იმ ახალგაზრდებმა არ უნდა იცოდნენ რეალურად რაში მდგარეობს კონსპირაცია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა
საქართველომ ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა დაიწყო
თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს
"საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი" - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - კაია კალასის მხრიდან გრძელდება ევროკავშირის საკითხის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით, თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატია
მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
გია ვოლსკი - სააკაშვილის გარეშე "ალიანსი" არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე
რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -კახა კალაძე
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას, მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მომლაპარაკებლები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ირანის "დაბომბვებს" ელის