მიხეილ ყაველაშვილი - დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, დაცული ეკოსისტემების წილი კი 23 პროცენტამდეა, ჩვენი მიზანია, მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ, რაც საერთაშორისო სამიზნე მაჩვენებელთან სრულ თანხვედრაშია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველო ცირკულარულ და რესურსეფექტურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესშია.

 

„2026 წლის იანვარში ქვეყანამ დააწესა გარკვეული შეზღუდვები ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქციაზე, რაც გარემოს დაბინძურების შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯია. კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს წყლის რესურსების მართვის რეფორმები. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, რათა გავზარდოთ უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა, გავაუმჯობესოთ ჩამდინარე წყლების წმენდის შესაძლებლობები, რაც ჩვენი მდინარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების უფრო ეფექტიანად დაცვის საშუალებას მოგვცემს.

 

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად რჩება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი სარწყავი სისტემების მოდერნიზაცია, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი პრაქტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. გვჯერა, რომ აღნიშნული ძალისხმევა დადებით შედეგებს გამოიღებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე მთელ რეგიონში სტაბილურობის, პროგრესის მიღწევის თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 





მსგავსი სიახლეები
23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მოსალოდნელია სეტყვა, ქარი, ზვავსაშიშროება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
მიხეილ ყაველაშვილი - დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, დაცული ეკოსისტემების წილი კი 23 პროცენტამდეა, ჩვენი მიზანია, მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ
22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ევროპის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილს მოძრაობის მიმართულება შეეცვლება
გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და იმედს, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს
უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები მზარდია - ეროვნული ბანკი
მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ ვერც ერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე
თიბისის მხარდაჭერით, 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის გზაზე, მდინარე ალაზანზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი