POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობის გაუქმება დაავალა, - წერს გამოცემა POLITICO.
„ეს გარდამტეხი გადაწყვეტილება დარტყმაა თანამდებობიდან მიმავალი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მემკვიდრეობაზე, მაშინ როდესაც მისი დიდი ხნის მეტოქე, პეტერ მადიარი მომავალ თვეში ხელისუფლების გადასაბარებლად ემზადება", - წერს POLITICO.
უნგრეთის მიერ მიღებული საკანონმდებლო შეზღუდვები LGBTQ+ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ევროკავშირის მთელ რიგ კანონებს და „წარმოადგენს განსაკუთრებით სერიოზულ ჩარევას რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებაში" - ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ მხარი დაუჭირა სამართლებრივი დარღვევის პროცედურას, რომელიც თავდაპირველად ევროკომისიამ წარადგინა.
საქმე ეხება უნგრეთის 2021 წლის კანონს, რომელიც ზღუდავს ან კრძალავს ჰომოსექსუალობისა და გენდერული იდენტობის შეცვლის „პოპულარიზაციას" ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ მედიაში. აღნიშნული რეგულაცია ბუდაპეშტმა ევროკავშირის აუდიოვიზუალური სახელმძღვანელოსა და ბავშვების მავნე კონტენტისგან დაცვის დებულებების მიღებისას დაამტკიცა.
„უნგრული კანონპროექტი სირცხვილია", - განაცხადა კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2021 წელს და პირობა დადო, რომ გამოიყენებდა „კომისიის ყველა უფლებამოსილებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხართ და სად ცხოვრობთ".
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის ბლოკადა, მუქარები და ვალდებულებების დარღვევა მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლებაა - ირანის პრეზიდენტი
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღეში დაიწყოს
ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერძნულ გემს ირანი დაესხა თავს, თუმცა გემის დაკავების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა
POLITICO: თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა
სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალების თავდასხმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა
მარკ რუტე აცხადებს, ნატო ერთდროულად მრავალი საფრთხის წინაშე დგას
მოლდოვაში ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერს, ვლად პლახატნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
გერმანიამ ახალი სამხედრო სტრატეგია წარადგინა, რომლის მიზანიც ევროპაში უძლიერესი არმიის შექმნაა
ვლადიმერ პუტინი - დიდი სამამულო ომის დროს მთელი ზურგი მუშაობდა ფრონტისთვის, ქალები წინდებს ქსოვდნენ, აგზავნიდნენ ფრონტზე, ამაშია ერთობა და ამაში მდგომარეობს ჩვენი გამარჯვებების წარმატება
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ჯეი დი ვენსის პაკისტანში ვიზიტი გაუქმდა
თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაშავდა ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი
ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვით 2009 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს სიგარეტის ყიდვა მთელი სიცოცხლის მანძილზე აეკრძალებათ
დონალდ ტრამპი - მივიღე გადაწყვეტილება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გავახანგრძლივოთ, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ირანი უარყოფს ინფორმაციას, რომ რვა ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა ელოდება
ისრაელის ორ ჯარისკაცს, რომლებმაც ლიბანში ქრისტეს ქანდაკება დააზიანეს, სამხედრო პატიმრობა მიესაჯა
„როიტერი“ - რუსეთმა ყაზახეთსა და გერმანიას აცნობა, რომ მაისიდან შეაჩერებს ყაზახური ნავთობის ტრანზიტს გერმანიის მიმართულებით, რომელიც ნავთობსადენ „დრუჟბას“ ჩრდილოეთ განშტოებით ხორციელდებოდა
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, ისრაელსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შეჩერების მიზნით, მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს - Reuters