მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ

საქართველოსთვის იმისთვის არ გაგვიკეთებია, იმისთვის არ გვაქვს თავი გადადებული საქართველოსთვის საბრძოლველად, რომ მათ ვინც ახლა ივანიშვილს უნდა ებრძოდნენ, მთავარ სამიზნედ ისევ მე ამირჩიონ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თავად ერთობის მომხრეა, თუმცა, თუ ერთობა მყიფეა და მას ცენზურას უწესებს, ბრძოლისთვის ძალა ვერ ექნება.

„მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ, თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს, მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის.

ყველასთვის ნათელია, ვისაც პირადი ეგო არ სძალავს, რომ ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა მე ვარ. საქართველოში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მე მაქვს და სწორედ ამიტომ ვარ ყველაზე მეტი დრო ციხეში და ამიტომ მაქვს ყველაზე მეტი მისჯილი. ამავე დროს, არანაირი პრეტენზია არ მაქვს ერთპიროვნულ ლიდერობაზე და ეს ბევრჯერ მითქვამს.

ივანიშვილმა სხვადასხვა პირების მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობაში" ბზარი შეიტანა 2016 წელს, როცა დიდი ჯგუფი გამოგვეყო, რამაც რეჟიმი მკვეთრად გააძლიერა. 2018 წელს როცა ბაქრაძე დაგვიყენეს საპირწონედ და ამან ჩაშალა ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და 2024 წელს, როცა ივანიშვილის მიერ გილაურის სცენაზე შემოყვანით და მის მიერ დახარჯული 10 მილიონი დოლარით შეუძლებელი გახდა ერთი სიით გასვლა არჩევნებზე. უფრო მეტიც, ოპოზიციურ ტელევიზიებში (ერთ-ერთი მათგანის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩემი როლი გადამწყვეტი იყო) მთლიანად დამბლოკეს. შესაბამისად, ოპოზიციამ ვერ შეძლო არჩევნებში ხმების შენარჩუნება", - აღნიშნავს სააკაშვილი.

მისივე თქმით, დროა, ერთმანეთს სიმართლე უთხრან.

„მეგონა, ამ ყველაფრის შემდეგ მივიღეთ გამოცდილება და სხვა რელსებზე გადავედით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ზოგიერთისთვის სხვანაირად მოხდა. ერთმანეთს უნდა ვუთხრათ სიმართლე.

როგორ მოხდა, რომ „ალიანსმა" მთელი ეს დრო არცერთი განცხადება არ გააკეთა იმაზე, თუ რა რეალური პრობლემები აწუხებს ხალხს.
უკიდურეს გაჭირვებაზე, ავტომობილების და ბოთლების კანონზე და ბევრ სხვა კონკრეტულ პრობლემაზე, სამაგიეროდ, იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად.
მე ცენზურა არ მიმიღია დიქტატურისგან, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებისგან და რუსეთისგან.

მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა, გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე, და, თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ", - წერს სააკაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
,,მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე''- მდინარაძე
,,მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - „ოპოზიციის ალიანსიდან“ გასვლაზე გუნდში კონსულტაციები არ მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა
საქართველომ ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა დაიწყო
თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს
"საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი" - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - კაია კალასის მხრიდან გრძელდება ევროკავშირის საკითხის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით, თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატია
მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
გია ვოლსკი - სააკაშვილის გარეშე "ალიანსი" არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე
რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -კახა კალაძე
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას, მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს