პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტში გაიმართა ეკონომიკური ფორუმი თემაზე - „გლობალური პოლიტიკური ცვლილებები და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი - გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსათვის".

ფორუმი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გახსნა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თანამედროვე გლობალური არასტაბილურობის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეროვნული ინტერესების დაცვა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე, რაც დღეს მრავალი სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და წარმოადგენს სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ მთავარ პრინციპს - ეროვნული ინტერესების მსახურებას. ხელისუფლება და ბიზნესი უნდა იყვნენ მოკავშირეები ამ ეროვნული ინტერესების გატარებაში, რომელიც ბიზნესის ნაწილში სოციალურ პასუხისმგებლობაში გამოიხატება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობაზე და საქართველოს პოტენციალზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ დერეფანზე.

„გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოს შეიძლება, გაუჩნდეს ახალი შესაძლებლობები, როგორც ერთ-ერთ სტაბილურ დერეფანს, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ამ ტენდენციას ბიზნესმაც უნდა აუწყოს ფეხი, რათა ქვეყნის, როგორც დამაკავშირებელი დერეფნის პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

შოთა ბერეკაშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გლობალური ცვლილებების ფონზე საქართველოს ეკონომიკის ზრდის სტრატეგიულ მიმართულებებზე, შუა დერეფნის როლსა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„როგორც ბიზნესი, ისე პარლამენტი და ხელისუფლება თანხმდება, რომ მშვიდობას განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოსა და რეგიონში. მშვიდობა ქმნის დამატებით ღირებულებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ინვესტიციების ზრდას ქვეყანაში და შედეგად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს" და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა
"გააცოცხლე" - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 21 აპრილისთვის
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი - "ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას"
კლოდ ჟურნე: „საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის“
ვახტანგ ცინცაძე: "სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება
"სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს
1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვეში -ახალი რეკორდული მონაცემი
მარიამ ქვრივიშვილი:"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს"
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მარიამ ქვრივიშვილი: "აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა"
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში 17,3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა
თამარ იოსელიანი: "სულ უფრო იზრდება საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში - 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა"
ილჰამ ალიევი - ჩვენი ბუნებრივი აირი ექსპორტზე 16 ქვეყანაში საქართველოს გავლით გადის, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც ვახორციელებთ ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე